30 სექ 2026
დღეს პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო ბათუმის საკრებულოს სხდომა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საკრებულოს წინაშე, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, ისტორიული შენობების რეაბილიტაციის საკითხი დააყენეს.
გიორგი მასალკინი ქალაქის ისოტრიული ნაწილის რესტავრაციას დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას მათი იერსახე არ უნდა შეიცვალოს. მასალკინმა, მაგალითად გამსახურდიას 9 ნომერში მდებარე შენობა მოიყვანა. მასთან დაკავშორებით შენიშვნა ჰქონდა ასევე „ძლიერი საქართველო ლელო“-ს წევრს.
ვაჟა დარჩიამ, საკრებულოს თავმჯდომარეს ქალაქის ისტორიულ ნაწილში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესწავლის მიზნით დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით მიმართა. ოპოზიციას „ქართულ ოცნებაში„ უპასუხეს.
სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების თქმით, მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივი ღონისძიებები უკვე გატარდა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია პროექტის შესაბამისად მოხდება. გაკეთდა ასევე სხვა პოლიტიკური განცხადებებიც.