30 სექ 2026
საკალათბურთო ევროლიგის მეორე ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „დუბაიმ“ „ბარსელონა“ საკუთარ კედლებში მიიღო და 94:87 სძლია.
ქართველმა კალათბურთელმა, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 11 წუთი ითამაშა და ამ დროში 4 ქულა, 2 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. შენგელიამ სამი მცდელობიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, მისი სარგებლიანობის ინდექსი კი სამს გაუტოლდა.
მომდევნო შეხვედრას „დუბაი“ 2 ოქტომბერს, სტუმრად, „ფენერბაჰჩეს“ წინააღმდეგ გამართავს.