აშშ-ის სანაპირო დაცვამ, 49 ადამიანი გადაარჩინა

30 სექ 2026

აშშ-ის სანაპირო დაცვამ პუერტო-რიკოს კუნძულ მონასთან ნავის გადაბრუნების შედეგად 49 ადამიანი გადაარჩინა. სამი დაღუპულის ცხედარი ნაპოვნია. ათი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

გადარჩენილებმა სანაპირო დაცვას უთხრეს, რომ ნავზე სულ 62 ადამიანი იმყოფებოდა. დაკარგულთა ძებნა გრძელდება.