30 სექ 2026
სამხრეთ კორეა უკრაინას ორი დატყვევებული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცის გადაცემის სანაცვლოდ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში სამხედრო მხარდაჭერას არ დაპირებია -აცხადებს სამხრეთ კორეელი პარლამენტარი.
მისივე თქმით, უკრაინას არანაირი წინაპირობა არ წამოუყენებია რუსეთის კურსკის რეგიონში ბრძოლების დროს დატყვევებული ორი ჯარისკაცის გადაცემასთან დაკავშირებით.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეას განუცხადა, რომ უკრაინამ სამხრეთ კორეას ორი დატყვევებული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი გადასცა.
მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ გადაცემის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინისგან ოფიციალური ბოდიში მოითხოვა და კიევი კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.