საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციამ 3 პირი დააკავა

30 სექ 2026

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციამ 3 პირი დააკავა. 

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო სექტორ „სარფის“ გამშვები პუნქტის გავლით, სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.

დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.