ევროკომისია ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ფორმის ცვლილებას გეგმავს

30 სექ 2026

ევროკომისია ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების წესის შეცვლას გეგმავს, რაც წევრი ქვეყნებისთვის ვეტოს უფლებისა და პროცესის დაბლოკვის შესაძლებლობის გაუქმებას გულისხმობს.

ინიციატივა ითვალისწინებს გადაწყვეტილების ერთხმად მიღების მოდელის გაუქმებას ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა გაფართოება, სანქციები და თავდაცვის პოლიტიკა.

გეგმის თანახმად, ევროკავშირი გადავა კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრის სისტემაზე, რაც ცალკეულ წევრებს ვეტოს მექანიზმის გამოყენების საშუალებას ჩამოართმევს.