30 სექ 2026
ირაკლი ღარიბაშვილის საპატიმროდან გავრცელებულ მორიგ წერილს ყოფილი თანაგუნდელები აფასებენ და ამბობენ რომ ეკონომიკური მაჩვენებლები დღეს კიდევ უფრო გაუმჯობესებულია.
ქვეყნის განვითარება კი არა ცალკეულ პიროვნებაზე არამედ გუნდურ პოლიტიკაზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ ყოფილმა პრემიერმა გუშინ ახალი წერილი გაავრცელა, რომელშიც აღწერს თუ რა ვითარებაში დაბრუნდა პრემიერის პოსტზე 2021 წელს.
ასევე წერილში მისი პოზიციიდან მიღწეულ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ შედეგებს იხსენებს და საზოგადოებას კითხვით მიმართავს, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა ქვეყანაში ვითარება მისი წასვლის შემდეგ.
ექსპრემიერი ვრცელ განცხადებაში გიორგი გახარიას გადადგომის შემდგომ კრიზისზე, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, საგარეო მიღწევებსა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ამახვილებს ყურადღებას.