დღეს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას ქონების გადასახადთან დაკავშირებით

30 სექ 2026

დღეს პარლამენტი დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით განიხილავს   საკანონმდებლო ინიციატივას რომელიც ქონების გადასახადში 20 წლის წინ დაწესებულ ზღვარს ცვლის. უქმდება ძველი, 40 ათას ლარიანი ლიმიტი .    

ქონების გადასახადს მხოლოდ ის ოჯახები გადაიხდიან, რომელთა ერთობლივი წლიური შემოსავალი 100 ათას ლარზე მეტია. საკანონმდებლო ინიციატივა 81 ათას ოჯახს უნდა შეეხოს.  

ახალი რეფორმა ქონების გადასახადის დეკლარირებამდე უნდა შევიდეს ძალაში -ასეთია კანონპროექტზე მომუშავე გუნდის გეგმა.  

კანონპროექტს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა უკვე აქვს. საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში დღესვე  ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.