30 სექ 2026
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა, რომელიც საზოგადოების პოლიტიკურ ინტერესს ასახავს, შეფასებების და განხილვის საგანია.
„ქართული ოცნების“ განცხადებით, მათთვის მთავარი საზოგადოების განწყობა და შეფასებაა. როგორც მმართველ გუნდში აღნიშნავენ, საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის ოპოზიციის საქმიანობის შესახებ.
გიორგი კახიანის შეფასებით ოპოზიციის რადიკალური ნაწილის საქმიანობა ანტისახელმწიფოებრივი იყო, რამაც მისი განცხადებით, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები სრულ მარგინალიზაციამდე მიიყვანა.
საუბარია კვლევაზე, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა და რომლის მიხედვითაც ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებს 1 ან 2 პროცენტი აქვს, საერთო ჯამში კი ეს მონაცემი 16 პროცენტია, ქართულ ოცნებას კი 36 % აქვს.