29 სექ 2026
აჭარის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის განცხადებით, რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა "მთავარის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აჭარაში კულტურული ღონისძიებებით არა მხოლოდ ზაფხულის, არამედ წლის ოთხივე სეზონი იყოს დატვირთული.
"ვფიქრობ, რომ კარგი სეზონი იყო, კიდევ უკეთესი შეიძლება. სეზონის ოთხივე დრო უნდა იყოს ძალიან დატვირთული კულტურულად, რადგან მივიღოთ ის შედეგი, რაც რეგიონისთვის აუცილებელია. კულტურული ტურიზმი ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ამის გასავითარებლად ყველაფერი კეთდება მარკეტინგული მიმართულებით.
ეს ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რაც ნაკლებად არის განვითარებული აჭარის რეგიონში და საერთოდ, მგონი საქართველოში, მაგრამ სწორედ ეს არის ის მთავარი ელემენტი, რომელიც კულტურულ ტურიზმს განავითარებს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ ბევრი შეგვიძლია გავაკეთოთ და ამას უკვე მოგვიანებით გავაცნობთ მაყურებელს. ყველა სეზონი დატვირთული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომლებიც იქნება ზამთარშიც და გაზაფხულზეც. ვგულისხმობ ფესტივალებს, კულტურულ პროგრამებს, სერიებს და ასე შემდეგ. ის ყველაფერი, რაც ტვირთავს კულტურულად ჩვენს რეგიონს," - აცხადებს აჭარის კულტურის მინისტრი ელისო კილაძე.