საფრანგეთში საჯარო სექტორის თანამშრომლები მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ

29 სექ 2026

საფრანგეთში, საჯარო სექტორის თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრეები, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი ხელფასების ზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და საჯარო სერვისებისთვის დამატებით დაფინანსებას მოითხოვენ.

პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით პროტესტს შეუერთდნენ მოსწავლეებიც, რომლებიც განათლების სფეროში დაფინანსების პრობლემებს აპროტესტებენ.