29 სექ 2026
"ტრადიციული მემკვიდრეობა დიზაინში" - გამოფენა დღეს ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა.
მუზეუმში წარმოდგენილია 14 ხელოვანის კერამიკული ნამუშევრები, სადაც თანამედროვე ნაშრომებში ტრადიციული მემკვიდრეობაა გადმოცემული.
გამოფენა ერთ კონცეფციაში აერთიანებს თანამედროვე კერამიკულ არტ-ობიექტებს, კოლხურ კერამიკულ მემკვიდრეობასა და აჭარული ნაქარგობის მოტივებით შექმნილ კომპოზიციებს. დამთვალიერებლებს კერამიკული ნამუშევრების ნახვა 5 დღის განმავლობაში შეეძლებათ.