ბერდია კუტუბიძის ფილმი "მარადიულნი: ყველაფრიზმი" ATIFF 2026-ის საუკეთესო არტ-დოკუმენტურ ნამუშევრად დასახელდა

29 სექ 2026

დოკუმენტური ფილმები, ტურისტული ვიდეოები, ფოტოგრაფია და მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრები - თბილისი ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო კინოფესტივალ ATIFF 2026-ს მასპინძლობს.

ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ხელოვანებს და მათ ნამუშევრებს წარმოაჩენს. დღეს კი საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დააჯილდოვეს. მათ შორისაა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს წარმომადგენელი, ფილმის ავტორი, წამყვანი და პროდიუსერი ბერდია კუტუბიძე.

მისმა დოკუმენტურმა ფილმმა "მარადიულნი: ყველაფრიზმი", რომელიც პოლონური წარმოშობის ქართველ ხელოვანს, ილია ზდანევიჩს ეძღვნება, საუკეთესო არტ-დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში პირველი ადგილი დაიკავა. ფილმმა მაყურებლისა და პროფესიული წრეების ყურადღება უკვე მიიპყრო. ფესტივალი 26 სექტემბერს დაიწყო და ხვალ დასრულდება.