თორნიკე ფაღავა: "ემაარ ჯგუფისა" და "ტრამპ ფემილის" საქართველოში შემოსვლა, თავისი მასშტაბით, უპრეცედენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

29 სექ 2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ პლენარულ სხდომაზე  "ემაარ ჯგუფისა" და "ტრამპ ფემილის" საქართველოში შემოსვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საეტაპო მნიშვნელობის მოვლენაა ქართული დეველოპმენტისა და სამშენებლო სექტორისთვის და მას ძალიან მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი დადებითი ეფექტი ექნება ქართულ ეკონომიკაზე.

"საქართველოში უკანასკნელი წლის განმავლობაში შემოვიდა ორი მსოფლიო დეველოპერული გიგანტი კომპანია - "ემაარ ჯგუფი" და "ტრამპ ფემილი".
საერთო ჯამში, ორივე კომპანიის საინვესტიციო პაკეტი 8 მილიარდი დოლარია, რაც თავისი მასშტაბით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოა," - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.