ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

29 სექ 2026

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა. ერთ-ერთი საკითხი ხულოს მერიის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში არსებული ვაკანტური პოზიციის რანგისა და კატეგორიის ცვლილებას შეეხებოდა. საკითხის განხილვის გადადება მერაბ ღოღობერიძემ მოითხოვა.

მისი თქმით, ხელფასებთან დაკავშირებული ცვლილებების ნაცვლად, მეტი ყურადღება მუნიციპალიტეტში სოციალური საკითხების მოგვარებას უნდა დაეთმოს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ცვლილება დამატებითი
 ხარჯის გამოყოფას არ ითვალისწინებს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ცვლილებები რამდენიმე სოფელში დაგეგმილ პროექტს შეეხო. თავდაპირველად გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილი მოსახლეობის საჭიროებების შესაბამისად სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებით ჩანაცვლდა.

სხდომაზე ასევე განიხილეს საკრებულოს 2026 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმა.