პარლამენტმა ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

29 სექ 2026

ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმების ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ „საგადასახადო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების პროექტი 82-ხმით, ერთხმად მიიღეს.

საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს - „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს 30 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით უყრიან კენჭს. 

პროექტი გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევა.