29 სექ 2026
29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო ყოველწლიურად აუმჯობესებს გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო დახმარების პროგრამას.
2026 წელს დაემატა ლიპიდდამაქვეითებელი თერაპიის დაფინანსება, რომელიც ითვალისწინებს ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსებას ათეროსკლეროზული კარდიოვასკულარული დაავადების მქონე პაციენტებისთვის და მისი მიზანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ლეტალობის პრევენცია და პაციენტებისთვის საჭირო მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.