29 სექ 2026
ტაილანდში წყალდიდობას 23 ადამიანი ემსხვერპლა. კატასტროფების პრევენციისა და მართვის დეპარტამენტის განცხადებით, სტიქიამ 16 სექტემბრიდან დღემდე 2.6 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა.
დედაქალაქ ბანგკოკში ბოლო 24 საათში დაიღუპა 4 ადამიანი, 7 ათასზე მეტი კი თავშესაფარში რჩება.
ტაილანდის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბანგკოკში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.