29 სექ 2026
დიდ ბრიტანეთში ავიაბაზასთან ტერორისტული ხასიათის დანაშაულის ეჭვის გამო დაკავებული ხუთი კაცი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა ისინი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მომხდარ ინციდენტში „უცხოური აქტორი“ იყო ჩართული და ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ ბევრი სიახლე გავრცელდება. მარკო რუბიოს თქმით, ეჭვმიტანილების გათავისუფლების გამო ბევრი ადამიანია შეშფოთებული.
სახელმწიფო მდივანმა დაამატა, რომ მსოფლიოში არსებობენ ძალები, რომლებიც ღიად იმუქრებიან, რომ თავს დაესხმებიან ამერიკულ ინტერესებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.