ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

29 სექ 2026

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომლის თემაც არის „შავი ზღვის ლიტერატურა და კულტურა. 

კონფერენციაში 14 ქვეყნიდან 43 მკვლევარი მონაწილეობს, ორი დღის განმავლობაში ისინი მოხსენებებს წარადგენენ, როგორც პირისპირ, ისე ონლაინ ფორმატში. ორგანიზატორების განცხადებით, საერთაშორისო პროგრამა აერთიანებს ლიტერატურის, თარგმანის, კულტურის კვლევების, კოგნიტური ლინგვისტიკისა და ციფრული ჰუმანიტარიის მიმართულებებს.

კონფერენციის ძირითად თემებს შორის არის შავი ზღვის ლიტერატურის თარგმანის პრაქტიკა და ემპირიული კვლევები, კულტურული იმპერიალიზმი ლიტერატურასა და თარგმანში, ცენზურა და ლიტერატურული ურთიერთობები.

საერთაშორისო კონფერენცია წელს მეოთხედ ტარდება. მასში ლექტორ-მასწავლებლებთან ერთად უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობენ. 

ღონისძიების მხარდამჭერია აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო.