29 სექ 2026
ღვინის ეროვნული სააგენტო კახეთში რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც გადამუშავებულია 113 ათას 500 ტონა ყურძენი.
მოსავალი დააბინავა 8 300-მდე მევენახემ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.
სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ მოსახლეობისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 20-ზე მეტ ლოკაციაზე იბარებს.
რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501.