29 სექ 2026
რუსეთი 2027 წლის სამხედრო ხარჯებს 27%-ით ზრდის. „როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთი 2027 წელს თავდაცვაზე 17.1 ტრილიონი რუბლის დახარჯვას გეგმავს, რაც 202 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია.
სამთავრობო დოკუმენტების მიხედვით, ეს ყველაზე მაღალი ბიუჯეტია 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია, რომ მთავრობა ბიუჯეტის პროექტს პარლამენტს პირველ ოქტომბერს წარუდგენს.