სხალთის ეპარქიაში საჯარო ნათლობა ჩატარდება - მსურველები პატრიარქ შიო III-ის ნათლულები გახდებიან

29 სექ 2026

სხალთის ეპარქიის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ლოცვა-კურთხევით, ოქტომბერში, სვეტიცხოვლობის შემდეგ, ეპარქიაში პატრიარქის ჩამობრძანება იგეგმება.

ეპარქიის ცნობით, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მისი ჩამობრძანების ფარგლებში საჯარო ნათლობა ჩატარდება. ნათლობის მსურველები პატრიარქ შიო III-ის ნათლულები გახდებიან.

ნათლობის ჯვრებს ნათლულებს პატრიარქი თავად გადასცემს საჩუქრად.

ნათლობის ზუსტი თარიღისა და დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გავრცელდება.