29 სექ 2026
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალ კვლევას აქვეყნებს. ორგანიზაციის ცნობით, მოქალაქეებს კითხვა დაუსვეს, საპარლამენტო არჩევნები უახლოეს შაბათს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდნენ ხმას.
გამოკითხულთა 36%-მა განაცხადა, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს, ხოლო 5% მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს. მონაცემების მიხედვით, იაგო ხვიჩიას „გირჩს“, „ახლებს“ (ნიკა გვარამია, ნიკა მელია) და ლეიბორისტულ პარტიას 2-2% აქვთ, დანარჩენ პარტიებს კი — თითო-თითო პროცენტი მერგოთ.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 20%-მა არ იცის, ვის მისცემდა ხმას. ამასთან, 8-8%-მა განაცხადა, რომ საერთოდ არ მიდის არჩევნებში, ან კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა.