29 სექ 2026
"საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ინიცირებული ცვლილებები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს. საკითხს დაჩქარებული წესით დღესვე პარლამენტის სხდომაზე განიხილავენ.
ცვლილების მიხედვით, წესდება ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის ზღვარი, რომლის ფარგლებშიც ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდება.
პროექტი ასევე ითვალისწინებს აღნიშნული ცვლილების გავრცელებას იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირებაც, საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს. პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებას მიმდინარე სასესიო კვირაში მიიღებს.