29 სექ 2026
აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდა.
სამედიცინო აქციით რუხსა და ჩხოროწყუში მცხოვრებმა დევნილებმა ისარგებლეს, სკრინინგი აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
უფასო აქციის ფარგლებში მოქალაქეებმა სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია მიიღეს, მათ ასევე ჩაუტარდათ სამედიცინო კვლევები.