მაჭახლის ხეობის ცხრა სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

18 ივნ 2017

ზედა და ქვედა ჩხუტუნეთი, ზედა ქოქოლეთი, ჩიქუნეთი, ცხემლარა, სკურდიდი, აჭარისაღმართი, ქედქედი და სინდიეთიმაჭახლის ხეობის ამ სოფლებისთვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭებას მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.

მომავლიდან აქ მცხოვრები მოქალაქეები შეღავათებით ისარგებლებენ. ჯამში ქვეყნის მასშტაბით, სტატუსი დამატებით 37 სოფელს მიენიჭება. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.