დონალდ ტრამპი - თუ "რესპუბლიკელები" მოიგებენ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს, ხუთი ათასი დოლარი შეხვდება თითოეულ სრულწლოვანს - "დემოკრატები" ამას ვერ შეძლებენ, რადგან მათ შემოსავალი არ აქვთ

28 სექ 2026

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კონგრესის ორივე პალატაში - წარმომადგენელთა პალატასა და სენატში - "რესპუბლიკელების" გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის თითოეული სრულწლოვანი მოქალაქე 5 000 აშშ დოლარს მიიღებს.

"თუ "რესპუბლიკელები" მოიგებენ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს, ხუთი ათასი დოლარი შეხვდება თითოეულ სრულწლოვანს. და ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. "დემოკრატებს" მსგავსი დაპირების შესრულება არ შეუძლიათ,რადგან მათ არანაირი შემოსავალი არ აქვთ და ისინი დეპრესიამდე მიგვიყვანენ. მათ უბრალოდ ფული არ ექნებათ," - განაცხადა ტრამპმა.