საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან ფრედ ითამაშა

28 სექ 2026

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრაში უკრაინას უმასპინძლა. „დინამო არენაზე“ გამართული მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა.

რამაზ სვანაძემ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. მისი გუნდი როგორც პირველ, ისე მეორე ტაიმში მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა და რამდენიმე კარგი მომენტიც ჰქონდა, თუმცა სტუმართა მეკარე ანატოლი ტრუბინმა ყველა ეპიზოდში დამაჯერებლად ითამაშა და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 1 ქულა აქვს და B2 ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2 ოქტომბერს, სტუმრად უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს.