28 სექ 2026
რამაზ სვანაძემ უკრაინასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩში დღეს „დინამო არენაზე“ უკრაინას დაუპირისპირდება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.