28 სექ 2026
2026 წლის 28-29 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში „გზები მშვიდობისკენ: მეორე საერთაშორისო კონფერენცია უკრაინელი ბავშვების, დაკავებული სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხზე“.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.
კანადაში საქართველოს ელჩის, სალომე ქურასბედიანის განცხადებით, კონფერენციის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას და აგრეთვე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა მის კანადელ კოლეგასთან.
„დღეს ტორონტოში, კანადის ორგანიზებით იმართება საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის საკითხზე, რომელსაც ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური მოწვევის საფუძველზე კონფერენციას ესწრება ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი. კონფერენციის ფარგლებში იგი სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას და აგრეთვე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა მის კანადელ კოლეგასთან. ბუნებრივია, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის მაღალი პოლიტიკური დიალოგისა და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. ზოგადად, ჩვენი ქვეყანა მტკიცე მხარდამჭერია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა ასეთ უმაღლეს დონეზე კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ფაქტს“, – განაცხადა ბოჭორიშვილი.