28 სექ 2026
"მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში მეფუტკრე ფერმერებისთვის სკების გაცემის პროცესი გრძელდება. 10 ჩარჩოიანი სკების კომპლექტი მეფუტკრეებს აგროსერვის ცენტრის 70 პროცენტიანი თანადაფინანსებით გადაეცემათ.
ქვეპროგრამაში მონაწილეობა, ფერმერებსა და სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებს შეუძლიათ. აგროსერვის ცენტრში განმარტავენ, რომ ქვეპროგრამის მიზანი მეფუტკრეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა, ფუტკრის ოჯახების გამრავლება და ამორტიზებული სკების ჩანაცვლებაა.
პროგრამას აგროსერვის ცენტრი 2023 წლიდან ახორციელებს. ჯამში 7 000-ზე მეტი სკა გაიცა.