28 სექ 2026
"შენი პროფესიის გზამკვლევი" ბანაკის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიის სწორად არჩევის მნიშვნელობას, კარიერული განვითარების თანამედროვე შესაძლებლობებს და ახალგაზრდების პროფესიული თვითგამორკვევის პროცესში არსებულ გამოწვევებს.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, ახალგაზრდების მიერ პროფესიის გააზრებულად და ეფექტიანად დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით, 26-29 სექტემბერს ბათუმში ბანაკი "შენი პროფესიის გზამკვლევი" მიმდინარეობდა.
ღონისძიების ფარგლებში, მენტორის ჩართულობით, მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარდათ. რაც ახალგაზრდებს საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობებისა და უნარების სწორად შეფასებაში, პროფესიული მიმართულების განსაზღვრასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.