"სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა 1 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

28 სექ 2026, 16:04

0
გაზიარება:

საბაჟო გამშვებ პუნქტ "სარფში" სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 1 კილოგრამზე მეტი, კერძოდ, 1 229 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 259 930 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი მოქალაქის შესახებ საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.