ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ატარებს

28 სექ 2026

ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ატარებს.

დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში მსურველებს საშუალება ექნებათ შინაურ ცხოველებს უფასო პროფილაქტიკური ვაქცინაცია ჩაუტარონ. 

სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ აცრან ცხოველი, რადგან ცოფი განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა რიგს განეკუთვნება, იგი დაავადებული ცხოველისგან ადამიანზეც ვრცელდება დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის დროს.