თამბაქოს კონტროლის ალიანსი: აუცილებელია საგადასახადო კოდექსის გადახედვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებისა და ევროპული გამოცდილების მიხედვით

28 სექ 2026

თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებით, 2026 წლის იანვრიდან ამოქმედებულმა თამბაქოს კონტროლის რეფორმამ ახალი პრობლემები გამოკვეთა.

მათი განმარტებით, სახელმწიფომ თამბაქოს დაბეგვრის ახალი წესით ადგილობრივ მწარმოებლებს დიდი საგადასახადო შეღავათები დაუწესა და გადასახადის (აქციზის) ნაწილი შეუმცირა, რამაც ბაზარზე მკვეთრი დისბალანსი შექმნა.

„2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში თამბაქოს დაბეგვრის ახალი წესი ამოქმედდა. რეფორმის მიზანი ბიუჯეტში მეტი ფულის შეტანა და სიგარეტის გაძვირებით მოწევის შემცირება იყო. თუმცა, პირველი შვიდი თვის მონაცემები აჩვენებს, რომ რეფორმამ სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღო. გაჩნდა მთავარი პრობლემა, ხელოვნურად გაიაფებული სიგარეტი. სახელმწიფომ ახალი წესით ადგილობრივ მწარმოებლებს დიდი საგადასახადო შეღავათები დაუწესა და გადასახადის (აქციზის) ნაწილი შეუმცირა. ამან ბაზარზე მკვეთრი დისბალანსი შექმნა: ბაზარი აივსო იაფი, ადგილობრივი სიგარეტით. როდესაც უცხოური სიგარეტი გაძვირდა, ადამიანებმა მოწევას კი არ დაანებეს თავი, მექანიკურად გადავიდნენ უფრო იაფ, ადგილობრივ ალტერნატივაზე. არასწორად დაგეგმილმა რეფორმამ ერთდროულად ორმაგი დარტყმა მიაყენა ქვეყანას: მოხდა ფისკალური კრახი, დაზიანდა სახელმწიფო ბიუჯეტი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა.

თითქოს თამბაქოდან ბიუჯეტში შესული თანხა ნომინალურად 9%-ით გაიზარდა (750.4 მილიონ ლარამდე), მაგრამ ინფლაციის (ფასების საერთო ზრდის) გათვალისწინებით, რეალური შემოსავალი 1.3%-ით შემცირდა. ადგილობრივი სიგარეტის გაყიდვები 26%-ით გაიზარდა, თუმცა მათგან ბიუჯეტში შესული თანხა 8%-ით შემცირდა. ანუ, სახელმწიფო ყოველი გაყიდული კოლოფიდან გაცილებით ნაკლებ მოგებას იღებს, რითაც კონკრეტული ბიზნესები მდიდრდებიან, ბიუჯეტი კი კარგავს ფულს. თამბაქოს კონტროლის მთავარი მიზანია სიგარეტი ძვირი და ხელმიუწვდომელი იყოს. რეალურად კი, 2026 წელს სიგარეტის გაყიდვებმა 5%-ით მოიმატა (184.2 მილიონ კოლოფამდე). მოსახლეობის საშუალო ხელფასი უფრო სწრაფად გაიზარდა (9%-ით), ვიდრე სიგარეტის ფასი. შედეგად, დღეს ადამიანს ერთი თვის ხელფასით უფრო მეტი კოლოფი სიგარეტის ყიდვა შეუძლია, ვიდრე ადრე. პროდუქტი ხელმისაწვდომი დარჩა ყველაზე მოწყვლადი და ღარიბი ჯგუფებისთვისაც“, – ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.

თამბაქოს კონტროლის ალიანსში აცხადებენ, რომ აუცილებელია საგადასახადო კოდექსის გადახედვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებისა და ევროპული გამოცდილების მიხედვით.

„ეს დინამიკა თუ გაგრძელდება, ქვეყანა კიდევ უფრო მეტ ფულსა და ჯანსაღ მომავალს დაკარგავს. მავნე ფისკალური შედეგების გასაუვნებელყოფად და მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსასწორებლად, აუცილებელია საგადასახადო კოდექსის გადახედვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) სტანდარტებისა და ევროპული გამოცდილების მიხედვით. ჯანმოს რეკომენდაციების მიხედვით, 2026 წლის საგადასახადო კრიზისიდან გამოსასვლელად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები: