28 სექ 2026
ბათუმში მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა. ახალი სივრცე მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს ოჯახური პირობებით უზრუნველყოფს და მათ დამოუკიდებლად ცხოვრებას შეუწყობს ხელს.
სააღმზრდელო დაწესებულება საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასი“-ს ინიციატივით გაიხსნა, სადაც 6 დან 18 წლამდე მოზარდები ოჯახთან მიახლოვებული გარემოთი, კვებით, ტანსაცმლით და პირადი ჰიგიენის ნივთებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.
ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას მათ სპეციალისტები გაუწევენ. ყველა ბავშვი მიიღებს სავალდებულო განათლებას, ასევე კარიტასის აღსაზრდელებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ დამატებით საგანმანათლებლო პროგრამებში.
საოჯახო ტიპის სახლის დამფუძნებლებმა მოწვეულ სტუმრებს პროექტისა და საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.