28 სექ 2026
აჭარაში მოქმედ 230-ვე საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს სწავლა განახლდა. სამინისტროს ინფორმაციით, ახალ სასწავლო წელს რეგიონი 4 ახლად აშენებული და 25 სრული ან ნაწილობრივი დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოებით შეხვდა.
ასევე, სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, კიდევ ოცამდე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ორი თვის ვადაში ფიზიკურად შეუძლებელი იყო და მათი წარმოება გაგრძელდება წლის ბოლომდე.