28 სექ 2026
ტირანაში, ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენელთა მონაწილეობით, საპარლამენტთაშორისო კონფერენცია - „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ იმართება.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა, და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე.
კონფერენციას ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების 30-მდე საპარლამენტო დელეგაცია, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ალბანეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებიან.
საპარლამენტთაშორისო კონფერენცია - „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ 27-29 სექტემბერს იმართება. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ, წარმოაჩინონ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ასევე, ხაზი გაესმება საქართველოს ევროპული არჩევანის, უსაფრთხოების ინტერესებსა და ევროკავშირთან საპარლამენტო დიალოგის მნიშვნელობას.