28 სექ 2026
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, დონეცკის რეგიონში სამი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს და ასობით რუსი სამხედრო დაატყვევეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ოპერაცია „ვივალდის“ მიმდინარეობისას, თავდაცვის ძალებმა ლიმანის მიმართულებით სამი სოფელი გაათავისუფლეს.
ასევე აღადგინეს კონტროლი რამდენიმე სოფელთან, რომლებიც კრამატორსკის ოლქს ეკუთვნის. მესამე არმიის კორპუსის მეთაურმა, ოპერაცია „ვივალდის“ მესამე ფაზის დასრულების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე უკრაინის ტერიტორიის 51 კვადრატული კილომეტრის დაბრუნება მოახერხეს.
ოპერაციის დაწყებიდან კი 176 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია სრულად გათავისუფლდა.