28 სექ 2026
სამხრეთ აფრიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში რამდენჯერმე მომხდარ სროლებს 28 ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა.
პოლიციის ცნობით, უკანასკნელი შემთხვევა იოჰანესბურგის სიახლოვეს, ერთ-ერთ ბარში მოხდა, სადაც შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელებმა ცეცხლი ჯერ გარეთ მყოფ პირებს გაუხსნეს. ტერიტორიის დატოვების დროს კი ორ ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციის განცხადებით, თავდასხმის წინასწარ მოტივად ძარცვა განიხილება. ეჭვმიტანილები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.