28 სექ 2026
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში უშიკისა და ჰაკონეს რეგიონებს ეწვია და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქართული მხარე რეგიონული ტურიზმის განვითარების მიმართულებით იაპონიის გამოცდილებას გაეცნო. შეხვედრებზე ასევე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
იაპონიის რეგიონებში ვიზიტის ორგანიზატორი იაპონიაში საქართველოს საელჩო იყო. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.