ე.წ. კასრების საქმეზე, მეგის ქარდავა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

28 სექ 2026

ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებული მეგის ქარდავა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც, მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ცნობისთვის, მეგის ქარდავას ე.წ. კასრების საქმეში სხვაგვარ სექსუალურ ძალადობას, წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.