28 სექ 2026
ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე იტალიურ ეზოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწია.
შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.