28 სექ 2026
"ქართული ინტერნეტ-ინდუსტრიის ფორუმი 2026" - შეხვედრაში კომუნიკაციების კომისიის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „ოუფენნეტისა“ და ადგილობრივი და საერთაშორისო ტელეკომ კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ფორუმი მცირე და საშუალო ტელეკომ ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და მონაწილეებმა ტელეკომ ბაზრის განვითარების ტენდენციები, ინტერნეტიზაციის პროექტის შედეგები და გეგმები განიხილეს.
ასევე ისაუბრეს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევისა და რეგულირების საკითხებზე.