28 სექ 2026
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, გაიმართა პირველკურსელთა მიღება. დილიდან მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები, სადაც სტუდენტებს ფაკულტეტების მიხედვით სიახლეებს აცნობენ, მათ შორის გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიებისა და სტუდენტური სერვისების შესახებ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წელს 2013 სტუდენტი მიიღო, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და პროფესიულ პროგრამებზე.
რაც შეეხება სიახლეებს, რეფორმის მიხედვით წელს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ნაწილი სამწლიანი გახდა, სწავლა პირველკურსელებისთვის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში უფასოა, მესამე სემესტრიდან კი დაფინანსების მოპოვება დამოკიდებული იქნება აკადემიურ მოსწრებაზე.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7 ფაკულტეტზე დაახლოებით 7 000 სტუდენტი ირიცხება.