ლევან მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით

28 სექ 2026

,,2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით” - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

დეპუტატისვე განცხადებით,  რამდენიმე ახალი პარტიაც ხელოვნურად გააჩინეს და ასეთად ლევან მაჭავარიანი გიორგი გახარიას პარტიასა და პარტია „ახალს“ ასახელებს. 

მაჭავარიანის თქმით, იმისთვის, რომ გარანტირებული ყოფილიყო უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის სრულად შენარჩუნება, გააჩინეს პარტია „ახალიც“, რაც შეეხება ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას მაჭავარიანის განცხადებით, ის პოლიტიკაში მაშინ შემოაბრუნეს, როდესაც „ქართული ოცნებისთვის“ შარლ მიშელის მედიაციით 2021 წლის არჩევნებზე 43-პროცენტიანი ბარიერი დაწესდა. 

მისი თქმით, ამ ქსელის განუყოფელი ნაწილია არასამთავრობო ორგანიზაციებიც.