28 სექ 2026
დღეს 15:00-ზე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალ საგადასახადო ინიციატივას განიხილავენ. საუბარია ქონების გადასახადის 40 ათას ლარიანი ზღვარის გაუქმებაზე.
ცვლილების შედეგად 81 ათას მოქალაქეს ქონების გადასახდი გაუუქმდება. 100 ათას ლარამდე შემოსავლის შემთვევაში კი განაკვეთი 1% იქნება.
ინიციატივას დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ და ის კვირის ბოლომდე დამტკიცებული უნდა იყოს.
საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით სისტემურ შეღავათებს ითხოვს საპარლამენტო ოპოზიცია.
40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება მათ მოუტანს ფინანსურ შვებას.
„ეს ცვლილება კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია ჩვენი გუნდის მიერ, მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად“, - აღნიშნა აკაკი ალადაშვილმა.