28 სექ 2026
28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ყოველწლიურად ცოფზე საეჭვო კონტაქტის გამო ანტირაბიულ კაბინეტს სამედიცინო მომსახურების მისაღებად 60 ათასზე მეტი მოქალაქე აკითხავს.
პაციენტთა მიმართვიანობა მაღალია აჭარაშიც. გასულ წელს ეს რიცხვი 6 ათასზე მეტი იყო. დაზარალებულ პაციენტთა 31%-ი 15 წლამდე ბავშვია.
მედიკოსების განმარტებით, ცხოველის მიერ დაკბენის, დადორბვლის ან დაკაწვრის დროს მოქალაქემ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიმართოს უახლოეს სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებას.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე 2007 წელს დაწესდა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი ცოფისა და მასთან დაკავშირებული რისკების, ასევე, ცხოველთა ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.