28 სექ 2026
ლახამულას ხეობაში წიწვოვნების ხმობის ფაქტი დაფიქსირდა. მესტიის სატყეო უბანზე ენტომოლოგების მიერ ადგილზე საველე კვლევა განხორციელდა, შეფასდა ნაძვნარი კორომების სანიტარიული მდგომარეობა და დადგინდა, რომ ხეების ხმობის მიზეზი მბეჭდავი ქერქიჭამიაა.
ხეობაში მავნებლის მონიტორინგის მიზნით,ფერომონიანი მწერმჭერები განთავსდა. ტერიტორია რჩება სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ.
სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ლახამულას ხეობაში რელიეფური მდებარეობიდან გამომდინარე, რთულად მისადგომი კორომებია და სანიტარიული ღონისძიებების განხორციელება თითოეულ უბანზე ინდივიდუალურ შეფასებას საჭიროებს.